ბავშვის ტანსაცმლის ზომები

07/11/2022
2368
გაზიარება

 რიგი მიზეზების გამო, ტანსაცმლის შეძენა შეიძლება ნამდვილ კოშმარად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საბავშვო ტანსაცმელი გვაქვს საყიდელი. სტილი, დიზაინი, საბავშვო ტანსაცმლის ზომები, ფერი, ყველაფერი გასათვალისწინებელია. არანაკლები თავსატეხია იმ ადგილის მოძებნა, სადაც ვივაჭრებთ. მშობლისა და შვილის გემოვნების დაკმაყოფილება არაა მარტივი. ხშირად შოფინგის პროცესი იწელება. დამეთანხმებით არავის სურს ერთ- მაღაზიიდან მეორეში უთავბოლოდ სიარული, მხოლოდ იმისთვის, რომ ყველგან ერთნაირი ბიჭის ტანსაცმელი, ან გოგოს კაბები ათვალიეროს.

ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია ონლაინ, სადაც შეგიძლიათ ტანსაცმელი თქვენი ბავშვებისთვის სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროთ.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს თუ
რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ბავშვის ტანსაცმლის შერჩევისას. 

 როგორ შევარჩიოთ ბავშვის ტანსაცმლის ზომა
 

ვინაიდან მოზარდები სწრაფად იზრდებიან, ძალიან რთულია ბავშვის ტანსაცმლის ზომები მუდმივად კონტროლის ქვეშ გვქონდეს. ასევე არ გვეხმარება ის ფაქტი, რომ რეალურად არ არსებობს უნივერსალური სახელმძღვანელო, სადაც საბავშვო ტანსაცმლის ზომები იდეალურადაა დალაგებული, რომელსაც ყველა ტანსაცმლის მწარმოებელი, თუ საცალო მოვაჭრე პირნათლად მიყვება.

თავისთავად ვიცით ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი სიმაღლეში იზრდება, იცვლება მისი გულმკერდის გარშემოწერილობა, მკლავის სიგრძე, მხრის სიგანე და ა.შ. ისიც მოგვეხსნება, რომ პატარების ზრდა და სხეულის ნაწილების ცვლილება კონკრეტულ ლოგიკას არ ექვემდებარება - ყველაფერი ინდივიდუალურია. ამის გამო ტანსაცმლის ზომების განსაზღვრა კიდევ უფრო პრობლემური ხდება.

ამერიკის, ბრიტანეთის,  ევროპის ბავშვის ტანსაცმლის ზომები ერთმანეთისგან განსხვავდება. მიახლოებით ამ ცხრილით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ:
 
აშშ ბრიტანეთი ევროპა
12-18 თვე 12 თვე  80 სმ
18-24 თვე 18 თვე 80-86 სმ
23/24 თვე 24 თვე 86-92 სმ
2T 2-3 წელი 92-98 სმ
4T 3-4 წელი 98-104 სმ
5 4-5 104-110 სმ
6 5-6 110-116 სმ
6X-7 6-7 116-122 სმ
7 to 8 7-8 122-128 სმ
9 to 10 8-9 128-134 სმ
10 9-10 134-140 სმ
11 10-11 140-146 სმ
12 11-12 146-152 სმ


ამერიკასა და ბრიტანეთში ბავშვის ტანსაცმლის ზომების განსაზღვრა ასაკის მიხედვით ხდება, ხოლო ევროპაში ზომა სიმაღლითაა გამოხატული. ზოგიერთი ამერიკული ზომა შეიცავს "T" სიმბოლოს, რომელიც ნიშნავს Toddler-ს - 2 ან 3 წლის ბავშვს.

საქართველოში კიდევ უფრო მძიმედაა საქმე. ხშირად არანაირი ნორმა არაა დაცული, ამიტომ ძალიან რთულია  საბავშვო ტანსაცმლის ზომები სწორად შევარჩიოთ. ცალკე საკითხია ხარისხი, რა მასალისგანაა დამზადებული სამოსი - იქნება ეს ბავშვის კაბები, თუ სხვა ნებისმიერი ნაწარმი.

ლამაზი, დახვეწილი, კომფორტული და ხარისხიანი ბიჭის ტანსაცმელი  რომ მწირე არჩევანითაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ეს გახდა მიზეზი შექმნილიყო საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია “გაბი”. “გაბი” მთლიანად ქართული ბრენდია, რომელიც 0-15 წლამდე ბავშვებისთვის ქმნის მრავალფეროვან, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ტანსაცმელს. 

რაც მთავარია, “გაბი” მაქსიმალურად ეხმარება საკუთარ მომხმარებელს და აქ ბავშვის ტანსაცმლის ზომები ზუსტადაა განსაზღვრული. 

ბავშვის ასაკი და ტანსაცმლის ზომები
 

მაგალითად, თუ გსურთ შეუკვეთოთ ბავშვის დუტის კურტკები, “გაბის” ვებ-გვერდის ტანსაცმლის კატეგორიაში შესულს, ნებისმიერ პროდუქტზე გადასვლისას “ყიდვა” ღილაკის ქვემოთ ბრენდის ზომები დაგხვდებათ.
ბავშვის კურტკები

ამ ბმულზე ინტერეაქციისას გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ბავშვის ტანსაცმლის ზომები.

გულმკერდი, წელი, თეძო, ზურგის სიმაღლე, მკლავის სიგრძე, შარვლის სიგრძე, მხრის სიგანე სანტიმეტრებშია მოცემული და თანაფარდობაშია ბავშვის ასაკთან. 

ვიზუალურადაა ნაჩვენები როგორ იზომება თითეული მათგანი. ასევე შეგიძლიათ ზომები სქესის მიხედვით დაყოთ.
ბავშვის შარვლები "გაბიში" საკმაოდ ფართო არჩევანითაა წარმოდგენილი. აქ არის სხვადასხვა ფერის, სტილისა და მატერიის პროდუქცია. გინდათ სეზონისთვის თბილი ბამბისგან დამზადებული სპორტული ბავშვის შარვლები, თუ თქვენს პატარას სკოლაში სასიარულოდ კლასიკური შარვალი ურჩევნია? “გაბი” ყველანაირ სურვილს ასრულებს. 

პირობითად 9–10 წლის მოზარდის ზომები შემდეგია: გულმკერდი 68სმ, წელი 61 სმ, თეძო 74სმ, ზურგის სიმაღლე 32სმ, მკლავის სიგრძე 51სმ, შარვლის სიგრძე 78სმ, მხრის სიგრძე 10,3სმ.

რეკომენდაციები საბავშვო ტანსაცმლის ზომების შერჩევისას
 

შეკვეთისას გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა ბავშვის ასაკი და სიმაღლე, რათა ამ მონაცემების მიხედვით დამზადდეს ტანსაცმელი.

ძალიან კარგია, თუ სწორად გაზომავთ ბავშვის თეძოს, გულმკერდის გარშემოწერილობას, სიმაღლესა და წონას. თუ არ არის ამის საშუალება და სტანდარტულ ზომას მიუთითებთ, არც ესაა პრობლემა, “გაბი” სტანდარტული ზომების მიხედვით დაამზადებს ნებისმიერ ჩასაცმელს.
ბავშვის ტანსაცმლის ზომების ცხრილი

კარგად მოგვეხსენება, თუ როგორი მნიშვნელოვანია ტანსაცმელი იყოს კომფორტული. ჩვენი პირადი მაგალითით კარგად ვიცით, რამდენად შემაწუხებელია ისეთი რამის ტარება, რაც გვიჭერს, გვტკენს, კანს გვიღიზიანებს. ბავშვებისთვის დისკომფორტი კი ბევრად გაზრდილია. მათი კანი მოზრდილებთან შედარებით მეტად სენსიტიურია. ხშირად შეიძლება ვერც მივხვდეთ, რომ კონკრეტული ქსოვილი კანს უღიზიანებს. ან ზოგჯერ შეიძლება გულწრფელად არ გამოხატონ, რომ ტანსაცმელი სტკენს და უჭერს.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ჯერზე როცა თქვენი გოგონასთვის დააპირებთ გოგოს ტანსაცმელი შეარჩიოთ, მაქსიმალურად ჩართეთ ის ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ეს აუცილებელია მისი დამოუკიდებლობისთვის, მან უკეთ იცის რა სამოსში უფრო თავისუფლად გრძნობს თავს.

“გაბის” ტანსაცმლის ზომების სახელმღძვანელო ძალიან კარგი დამხმარეა. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ქვედაბოლოები ბავშვებისთვის, დააწკაპეთ “ბრენდის ზომებს” და მის მიხედვით გაზომეთ თეძოსა და წელის გარშემოწერილობა. თუ არადა ბავშვის ასაკი და სიმაღლე საკმარისია, რომ სტანდარტული ზომებით დამზადდეს გოგოს ტანსაცმელი

ტანსაცმლის ქართული ბრენდი “გაბის” საბავშვო ტანსაცმელი სისტემატურად ახლდება. ყოველი სეზონისთვის ახალი და გამორჩეული დიზაინი იქმნება. ნომერ პირველი პრიორიტეტი რა თქმა უნდა თავად ბავშვია, რომლისთვისაც ესთეტიკურ, ლამაზ და განსაკუთრებულ სამოსთან ერთად მნიშვნელოვანია კომფორტი და თავისუფლება. 

როგორც უკვე მიმოვიხილეთ, ბავშვის ტანსაცმლის ზომები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სამოსის შეძენისას. ქართულ ბაზარზე “გაბი” აქაც ერთ-ერთი მოწინავეა და მაქსიმალურად აქცევს ყურადღებას ზომების სწორად არჩევას.

ბავშვის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია “გაბი” მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არ არის წარმოდგენილი, მას ფიზიკური ლოკაციაც გააჩნია. თბილისი, ბახტრიონის 11ბ ის ადგილია, სადაც სასურველი საბავშვო ტანსაცმელი დაგხვდებათ, როგორც თქვენ, ასევე თქვენს პატარას. 

გაზიარება
მსგავსი სტატიები
გაიგე მეტი
როგორ შევინახოთ ბავშვის ტანსაცმელი ორგანიზებულად
29/07/2022
937
გაიგე მეტი
როგორ შევარჩიოთ ბავშვის ტანსაცმელი
30/06/2022
1103
გაიგე მეტი
ტანსაცმლის ონლაინ შეძენის 9 უპირატესობა
07/07/2022
924