შავი პარასკევი იდეალური შესაძლებლობაა, რომ საბავშვო ტანსაცმელი დიდი რაოდენობით ვიყიდოთ. ბევრის ყიდვა ზოგჯერ ნამდვილად გვიწევს, რადგან ბავშვები მალე იზრდებიან, ზომები აღარ ერგებათ, ზამთარი კი კარზეა მომდგარი და სუსხიანი სეზონისთვის კარგად მომზადებაა საჭირო.
ამ პერიოდში უამრავი შემოთავაზება გვხვდება და ხშირად ეს უფრო ართულებს არჩევის პროცესს. ამიტომ, წინასწარ დაიგეგმეთ რას აპირებთ შავ პარასკევს. ჩვენ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც ძალიან გამოგადგებათ.
ფასდაკლება საბავშვო ტანსაცმელზე - როგორ ვივაჭროთ ყველაზე ეფექტურად
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლება საბავშვო ტანსაცმელზე ყველა მაღაზიაში განსხვავებულია, ან საერთოდ არ არის. საუკეთესო არჩევანისა და ყველაზე დიდი ფასდაკლებების მისაღებად წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია, რათა გაარკვიოთ, სად რა ვარიანტები გელოდებათ.
კარგად მოგვეხსენება, ფასდაკლების დღეების დროს როგორი ხალხმრავლობაა მაღაზიებში. თქვენი რიგი როცა მოვა, შეიძლება გაწბილებული დარჩეთ, როგორც ფასდაკლებით, ასევე იმით, რომ თქვენთვის სასურველი საბავშვო ტანსაცმელი საერთოდ არ აღმოჩნდეს იქ. ამიტომ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მაღაზიის ვებ-საიტი წინასწარ გადაათვალიერეთ და ონლაინ ნახეთ შემოთავაზებული პროდუქცია.
საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია “გაბი” შავ პარასკევს 10-50%-მდე ფასდაკლებას გვთავაზობს. რაც მთავარია, ფასდაკლება ვრცელდება სრულ კოლექციაზე.
“გაბი”-ში ზამთრის სეზონისთვის ძალიან თბილი და გამორჩეული სტილის ბავშვის ქურთუკები დაგხვდებათ.
შავი პრიალა დუტის ქურთუკი ნებისმიერ მოზარდის გემოვნებას მოერგება. მას აქვს კაპიშონი. ქურთუკი იკვრება ელვა შესაკრავით, ხოლო მარცხენა მხარეს "გაბის" ლოგო აქვს დატანილი.
“გაბის” მაქსიმალური კონტროლი აქვს დაწესებული პროდუქციის უსაფრთხოებაზე. საბავშვო ტანსაცმელი არ იწვევს კანის გაღიზიანებას, ანტიალერგიულია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია სამოსის შერჩევისას.
ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევას, როცა ჩასაცმელი ვიზუალურად მომხიბვლელია, მაგრამ მისი მასალის გამო ბავშვისთვის დისკომფორტის შემცველია. ზოგჯერ ზომის პრობლემაა - ტანსაცმელი მოზარდს ძალიან უჭერს, ან საკმაოდ დიდია.
ეს საკითხიც მოგვარებულია “გაბი”-ში. ტანსაცმლის ზომები ზუსტადაა განსაზღვრული და ნებისმიერი პროდუქტის გვერდზე თქვენ ნახავთ “ბრენდის ზომებს”, სადაც დეტალურადაა განხილული ასაკის მიხედვით რა ზომა შეესაბამება ბავშვს.
პირდაპირ ზომების შერჩევაზე დაიწყებთ ფიქრს, როცა “გაბის” მაღაზიაში შავ-თეთრი პერანგი შეგხვდებათ. ეს კუბოკრული შავ-თეთრი კლასიკური სტილის პერანგი 100%-ით ბამბის შემცველობითაა. უკან შავ ღილზე იკვრება, ხოლო მისი ქვედა ნაწილის ტრაპეცია დამატებით ესთეტიკურობას სძენს ვიზუალს.
შეადგინეთ სია, სანამ მაღაზიებში წახვალთ
გარკვეული დრო დაუთმეთ თქვენთვის საჭირო ნივთების სიას. ეს დაგეხმარებათ იყოთ კონცენტრირებული საყიდლების დროს, არაფერი გამოგრჩეთ და თავიდან აიცილოთ ფულის ფლანგვა იმპულსურად ვაჭრობისას. სიის შედგენისას აუცილებლად შეიტანეთ თბილი ჩასაცმელი, მაგალითად საბავშვო ჰუდები. ჰუდი უნივერსალური სამოსია მოზარდისთვის, რომელიც გამოადგება სკოლაში, გარეთ სიცივეში სათამაშოდ, ან უბრალოდ სახლში ჩასაცმელად.
როგორც ყველა სხვა “გაბის” საბავშვო ტანსაცმელი, ასევე ეს წითელი ჰუდიც საქართველოშია დამზადებულია. მას შუაში და მხრის ჩამოყოლებაზეც შავი ზოლი დაჰყვება.
ჰუდი დაუთბილავია, თუმცა სქელი ქსოვილისგანაა დამზადებული და სითბოთი მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბავშვს.
ჰუდი აუცილებელია, მაგრამ არც ყავისფერი დუტის ჟილეტი არის ნაკლებად პრიორიტეტული.

ჟილეტი გვერდულად იკვრება, რაც დამატებით მომხიბვლელობას მატებს სამოსს. შიდა მხარეს მას ზოლიანი სარჩული აქვს.
დროულად დაიწყეთ ვაჭრობა
თუ თქვენს სიაში არის კონკრეტული ნივთები, რომლებიც იცით, რომ პოპულარული იქნება, ეცადეთ, რაც შეიძლება ადრე შეიძინოთ ისინი. მაგალითად, ჯინსის შარვალი გოგონებისთვის დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ამიტომ გირჩევთ, არ გადადოთ მისი შეძენა.
ეს არის მაღალწელიანი გაშლილი, განსხვავებული დიზაინის მქონე ჯინსის შარვალი. მას მუხლთან მიკერილი აქვს ჯინსის დეტალები.
განსხვავებულ და გამორჩეულ სამოსზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ იისფერი კაბა გოგონებისთვის.
კაბა განკუთვნილია განსაკუთრებული სიტუაციებისთვის - იქნება ეს დაბადების დღე, წვეულება, თუ ნებისმიერი დღესასწაული. ამ კაბაში გამოწყობილი გოგონა მაშინვე გადაიქცევა წვეულების მთავარ მონაწილედ. ეს არის გრძელ მკლავიანი კაბა, რომელსაც გულმკერდთან ნაკერი დაჰყვება. მას ამშვენებს მაღალი საყელოს დეტალი, მაჯაზე რეზინებითაა, ხოლო შემცველობა კი 100% ბამბაა.
“გაბიში” ფასდაკლება საბავშვო ტანსაცმელზე სამი დღე იმოქმედებს - პარასკევი, შაბათი, კვირა (25,26,27 ნოემბერი)
ასე რომ, ამ დღეებში სხვა არაფერი დაგეგმოთ და მოემზადეთ გრანდიოზული შოფინგისთვის.
შეგახსენებთ, ბავშვის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია გაბი წარმოდგენილია არა მხოლოდ ონლაინ სივრცეში, მას ფიზიკური ლოკაციაც გააჩნია. მისამართი: თბილისი, ბახტრიონის 11ბ.
კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე “გაბისგან”: შავი პარასკევის აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ფიზიკურ მაღაზიაში საქართველოს ბანკის PLUS ქულებითაც შეეძლება სამოსის შეძენა.