სადღესასწაულო კაბები გოგონებისთვის

18/10/2022
1253
გაზიარება

სხვადასხვა ტიპის სადღესასწაულო შეკრება განსხვავებულ ჩაცმულობას მოითხოვს, მაგრამ იქნება ეს დაბადების დღე, თუ უბრალოდ მეგობრების წვეულება, ნებისმიერ შემთხვევაში ლამაზი სადღესასწაულო ტანსაცმელი განწყობას ყველას უმაღლებს.

მითუმეტეს, როცა საქმე მოზარდებს ეხება, ამ დროს სადღესასწაულო კაბები ბავშვებისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება. რამდენადაც მნიშვნელოვანია ეს ჩასაცმელი, ხშირად იმდენადვე რთულია მათი არჩევა.

ყველას სურს მისი პატარა გოგონა დღესასწაულის გამორჩეული მონაწილე იყოს, მაგრამ როგორ უნდა შეარჩიოთ სრულყოფილი სამოსი, მაშინ როცა, კაბები გოგონებისთვის რთული შესაძენია.

არ შეშინდეთ, ამ ბლოგში არაერთ კარგ რჩევას მოგცემთ, რომლის გათვალისწინებითაც ძებნის ძალიან გაწელილი პროცესი შემოკლდება, ნერვებსა და ფინანსებს დაზოგავთ და რაც მთავარია, თქვენს შვილს კიდევ უფრო ლამაზი  კაბები ექნება.

სადღესასწაულო ტანსაცმელი ბავშვებისთვის - რა უნდა გავითვალისწინოთ

 

1. პირველი რიგში, მხედველობაში მიიღეთ მისი ასაკი და რა მოსწონს. თუ ის პატარაა, შესაძლოა ჯერ არ ჰქონდეს მყარი აზრი იმის შესახებ, თუ რისი ჩაცმა სურს. ამ შემთხვევაში, შთაგონების კარგი წყაროა მისი საყვარელი მულტფილმის გმირები, ან ზღაპრის პრინცესები. თუ ის ოდნავ უფროსია, აქვს გარკვეული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა მოსწონს, სადღესასწაულო კაბები მოზარდის აზრის გათვალისწინებით უნდა აარჩიოთ, რათა თქვენმა შვილმა თავი ბედნიერად და თავდაჯერებულად იგრძნოს.

ბავშვის დამოუკიდებლობა პატარა ასაკიდანვე იწყება. ტანსაცმლის თავისით არჩევა ძალიან დიდი სტიმულია სამომავლოდ მისი დამოუკიდებლობისკენ სვლაში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მის მიერ არჩეულ ტანსაცმელს უფრო მეტად მოუფრთხილდება - ეცდება არ დააბინძუროს, არ დაკუჭოს, ლამაზად დაკეცავს და ეს სადღესასწაულო კაბები ყველა კუთხეში არ იქნება მიყრილი. მოკლედ, თან გადაჰყვება.

2. როგორი ტიპის წვეულებაა - ოჯახური შეკრება, დაბადების დღის წვეულება, თუ მეგობრის ქორწილი? ღონისძიება თავად გკარნახობთ, რამდენად ფორმალური თუ არაფორმალური უნდა იყოს კაბები გოგონებისთვის. მაგალითად, ახლობლის ქორწილი მშვენიერი ადგილია კლასიკური ტანსაცმლისთვის. 
წვეულების კაბა გოგონასთვის

ბავშვის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია “გაბი” ქართული ბრენდია, რომელიც ტანსაცმელს 100%-ით ნატურალური ქსოვილისგან ამზადებს. ონლაინ მაღაზია “გაბი” ზუსტად ის ადგილია, სადაც როგორც კლასიკური, ასევე თავისუფალი კაბები დიდი არჩევანით შეგხვდებათ.

კაბები გოგონებისთვის აქ მრავალფეროვანი სტილითა და დიზაინითაა წარმოდგენილი. ერთ-ერთი ასეთია კლასიკური კაბა ბავშვებისთვის, რომელიც ზემოთნახსენებ ქორწილს და არამარტო ქორწილს ზუსტად ესადაგება. ამ სამოსში შავი და თეთრი ფერი იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს. თეთრი საყელო შავი ქსოვილისგან იკვრება ბანტის სტილში, ხოლო თეთრი მანჟეტები დამატებით სოლიდურობას მატებს მოზარდს. ასეთი სადღესასწაულო კაბები ყველა გოგონას სასურველი ტანსაცმელია.

3. გაითვალისწინეთ დრო და სეზონი. ზაფხულის შუადღის ბაღის წვეულებაზე განსხვავებული სადღესასწაულო ტანსაცმელი არის საჭირო. ნუ დაივიწყებთ კომფორტს. თუ გრძელი დღე იქნება, დარწმუნდით, რომ ბავშვს ძალიან არ დასცხება. 
თეთრი სადღესასწაულო კაბა

ასეთ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია “გაბის” თავისუფალი კაბები. მაგალითად, ბავშვის თეთრი აბრეშუმის კაბა ზაფხულის სიცხეს ბავშვს ბევრად შეუმსუბუქებს. მაღალი ხარისხის მასალისგან წარმოებული ტანსაცმელი არ იწვევს ბავშვის კანის

გაღიზიანებას. ის არის გრილი და კომფორტული, იკვრება უკან ერთ

ღილზე. გამოირჩევა დახვეწილი და სადა დიზაინით.

4. რა სახის აქტივობები იქნება? თუ ბევრი თამაში, ან ცეკვა იგეგმება, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ სამოსი კომფორტულია და ბავშვი ადვილად გადაადგილება. ზოგადად, გარდა იმისა, რომ სადღესასწაულო კაბები უნდა იყოს ლამაზი, კომფორტი აუცილებლად გასათვალისწინებელია.

5. გინდა რომ სამახსოვრო ნივთის ფუნქციაც შეასრულოს? თუ გსურთ, რომ გოგოს საზეიმო კაბები დიდი ხნის განმავლობაში შეინახოთ, გადასცეთ ოჯახის სხვა წევრებს, ან უბრალოდ სენტიმენტალური დატვირთვა ჰქონდეს, მაშინ დარწმუნდით მისი ხარისხი ისეთია, რომ ადვილად არ გაფუჭდება და დროს გაუძლებს.

6. ასაკისთვის შესაფერისი სადღესასწაულო კაბები შეარჩიეთ. გსურთ, რომ თქვენი პატარა გოგონა პრინცესას ჰგავდეს, მაგრამ სასურველია, თუ ზედმეტად არ მოინდომებთ.
ლამაზი წითელი კაბა

“გაბიში” ნებისმიერ ასაკის მოზარდზე მორგებული ულამაზესი გოგოს საზეიმო კაბები შეგხვდებათ.

7. დაზოგეთ ბიუჯეტი. განსაკუთრებული შემთხვევისთვის სამოსის არჩევა შეიძლება ისეთი ჩამთრევი იყოს, რომ იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით. მითუმეტეს, როცა სადღესასწაულო ტანსაცმელი გაქვთ საყიდელი. ამიტომ,  მნიშვნელოვანია ჩაეტიოთ წინასწარ გაწერილ ბიუჯეტში, რათა შემდგომში ფინანსური სირთულეები არ გამოიწვიოთ. 

ბავშვის ონლაინ მაღაზია “გაბი” გაძლევთ ფართო არჩევანს, ონლაინ შოფინგი აქ ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ, თან ფასები ბევრად მისაღებია და ზუსტად ესადაგება ქართულ, 100%-ით ნატურალურ ხარისხს.

8. დაუმატეთ ბოლო შტრიხები სხვადასხვა ლამაზი აქსესუარით, მაგრამ სიფრთხილით მოეკიდეთ, რათა ზღვარს არ გადააჭარბოთ - ზოგჯერ სულ არაა საჭირო კაბები გოგონებისთვის ბევრი სხვადასხვა დეტალით გადაიტვირთოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოსის სილამაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ბავშვი თუ კომფორტულად არ გრძნობს თავს, საერთოდ რა აზრი აქვს დღესასწაულს.

 

ზოგადად, სადღესასწაულო კაბები ბავშვებისთვის ძალიან რთული ასარჩევია. თქვენ და თქვენს შვილს დიდი დრო და ენერგია გჭირდებათ, სანამ კონკრეტულ სამოსს აირჩევთ. საბედნიეროდ, დღეს ონლაინ შოფინგი დაიხვეწა და სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია სადღესასწაულო ტანსაცმელი ავირჩიოთ.

გაითვალისწინეთ ყველა ის რჩევა, რაც ბლოგშია მოცემული - ასაკი, სეზონი, შეკრების ტიპი, რაც მთავარია თქვენი შვილის გემოვნება და საბოლოოდ თქვენს განკარგულებაში ულამაზესი გოგოს საზეიმო კაბები იქნება.

გაზიარება
მსგავსი სტატიები
გაიგე მეტი
4 საშემოდგომო ტანსაცმელი ბავშვებისთვის
22/09/2022
825
გაიგე მეტი
დიდი ფასდაკლება საბავშვო ტანსაცმელზე
24/11/2022
366
გაიგე მეტი
დაბადების დღის ტანსაცმელი ბავშვებისთვის
29/09/2022
393