ბავშვის ტანსაცმლის
ქართული ბრენდი "გაბი"
„გაბი“ ქართული ბრენდია, რომელიც 0-15 წლის ბავშვებისთვის დახვეწილ, ხარისხიან და თანამედროვე დიზაინის ტანსაცმელს ქმნის.
ბრენდის შექმნის იდეა ჩვენი მეგობრის შვილს, გაბრიელს უკავშირდება. მისი დაბადების აღსანიშნავად გვსურდა, საჩუქრად ძვირფასი სამოსი შეგვერჩია. ის უნდა ყოფილიყო დახვეწილი, ლამაზი, კომფორტული და, რაც მთავარია, ხარისხიანი. თუმცა, ტანსაცმელი, რომელიც ჩვენს ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა, ქართულ ბაზარზე ვერ მოვიძიეთ. გადავწყვიტეთ, ასეთი პროდუქცია თავად შეგვექმნა და თქვენი პატარებისთვის სამოსის შერჩევის პროცესი გაგვემარტივებინა. ბრენდს გაბრიელის შემოკლებული სახელი, „გაბი“ დავარქვით და 2021 წლიდან ჩვენი მიზნის განხორციელებას შევუდექით.
დღეს „გაბი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან ტანსაცმელს სთავაზობს. თითოეული მათგანი 100%-ით ბამბის შემცველობის ქსოვილით იკერება. დიზაინის შექმნის პროცესში ვცდილობთ, სამოსი არა მხოლოდ თანამედროვე და დახვეწილი, არამედ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ამასთან ერთად, ჩვენს პროდუქციაში იპოვით როგორც ყოველდღიურ, ისე სადღესასწაულო დღეებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს.
„გაბი“ გეგმავს, უახლოეს მომავალში პროდუქცია კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს და სამოსი მოზრდილებისთვისაც შექმნას. საბოლოოდ კი ჩვენი მიზანია, გავცდეთ ქართულ ბაზარს და ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით კონკურენცია ტანსაცმლის საერთაშორისო ბრენდებსაც გავუწიოთ.